ჩეხეთის ჩემპიონატში „ზლინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
„ზლინი“ სტუმრად დავით კობოურის „კარვინას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ქართველმა შემტევმა ანგარიში 36-ე წუთზე შორეული დარტყმით გახსნა. მან მეტოქის კარი ცხრიანში დალაშქრა და მართლაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
ვახტანგი მოედანზე 81-ე წუთზე იყო და მიმდინარე სეზონში 22-ე მატჩში მესამე გოლი გაიტანა. „კარვინას“ რიგებში დავით კობოური მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
„ზლინი“ ჩეხეთის ჩემპიონატში 31 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „კარვინას“ 18 ქულა აქვს და ბოლო, მე-16 პოზიციაზეა.