ფეხბურთი

23:55 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" რეკორდი: ზედიზედ მე-10 ჩემპიონის ტიტული

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონია! „რეკორდმაისტერმა“ მორიგი „ვერცხლის სინი“ სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

„ბაიერნმა“ 31-ე ტურში უშუალო კონკურენტ „დორტმუნდს“ უმასპინძლა, რომელსაც სერჟ გნაბრის, რობერტ ლევანდოვსკისა და ჯამალ მუსიალას გოლებით 3:1 მოუგო. შედეგად, მიუნხენურმა გიგანტმა 75 ქულა დააგროვა და „ბორუსიას“ 12 ქულით გაასწრო, რომის აღმოფხვრა დარჩენილ სამ ტურში შეუძლებელია.

„ბაიერნი“ ზედიზედ მეათედ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც ტოპ ლიგებში სარეკორდო შედეგია. აქამდე, „რეკორდმაისტერი“ რეკორდს ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად იყოფდა, რომელმაც სერია A 2012-200 წლებში ზედიზედ 9-ჯერ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ისტორიაში 32-ედ გახდა.

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (15), 2:0 ლევანდოვსკი (34), 2:1 ემრე ჯანი (52), 3:1 მუსიალა (83)

0.134177