ფეხბურთი

22:42 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გამარჯვების და ეფექტური გოლი ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ პლეი-აუტის პირველი მატჩი სტუმრად „მოლენბეკს“ 1:0 მოუგო და გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა. მას გატანა ჯერ 35-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმა მასპინძელთა მეკარე ტეო დეფორნიმ საოცარი ნახტომით მოიგერია. 10 წუთში მათი დუელი ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად გიორგიმ საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში უზუსტესად დაარტყა და როგორც გაირკვა, მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას „სერენი“ 30 აპრილს უმასპინძლებს და ყველაფერი იქ გაირკვევა, მაგრამ ფაქტია, სტუმრად გამარჯვებით გიორგის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა. ცნობისთვის, „სერენმა“ იუპილერ ლიგაში მე-17, ხოლო „მოლენბეკმა“ პირველ დივიზიონში მე-2 ადგილი დაიკავა და ამიტომაც, უწევთ პლეი-ოფში ერთმანეთთან თამაში ელიტის საგზურისთვის.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063556