ჩოგბურთი

17:30 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: „უიმბლდონიდან რუსების და ბელარუსების მოკვეთა გიჟური გადაწყვეტილებაა“

„გიჟური გადაწყვეტილება“ - ასე შეაფასა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონიდან რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მოკვეთა. სერბმა განაცხადა, რომ სპორტში პოლიტიკის გარევას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს.

„ყოველთვის ვგმობ ომს, არასოდეს დავუჭერ ამას მხარს, რადგან თავად ვიყავი ომის შვილი. ვიცი, რა ემოციურ ტრავმას ტოვებს ომი, ყველამ ვიცით, რადგან ეს სერბეთში 1999 წელს მოხდა. ბალკანეთის უახლოეს ისტორიაში ბევრი ომი გვქონდა. თუმცა, უიმბლდონის გადაწყვეტილებას მხარს ვერ დავუჭერ. მიმაჩნია, რომ ეს სიგიჟეა. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, ამას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს“, - თქვა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ხელმძღვანელობამ შეჯიბრიდან რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები მოკვეთა. უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

0.116116