ფეხბურთი

14:23 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაუ ტორესი: „ლივერპული“ ცხადია, ფავორიტია, მაგრამ ასეთები იყვნენ „იუვენტუსიც“ და „ბაიერნიც“

„ვილიარეალის“ მცველი, პაუ ტორესი, ჟურნალისტებს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მოსალოდნელ ნახევარფინალურ მატჩებზე ესაუბრა.

„ახლა „ლივერპული“ შესანიშნავ ფორმაშია და ცხადია, ჩვენთან დაპირისპირებაში ფავორიტია. ერთ პატარა შეცდომასაც არ გაპატიებს. ვიცით ვისთან გავქვს საქმე და ვაღიარებთ, რომ ფავორიტია. მაგრამ ასე იყო „იუვენტუსთანაც“ და „ბაიერნთანაც.“

ბევრს ვმუშაობთ, რათა ნახევარფინალს კარგად მომზადებული შევხვდეთ. გვინდა სიურპრიზები გავაგრძელოთ. თანაც, დასაკარგი არაფერი გვაქვს.

დიდი საქმეების კეთება გვინდა.“ - ციტირებს ტორესის სიტყვებს Liverpool Echo.

„ლივერპულ“ – „ვილიარეალის პირველი ნახვარფნალური მატჩი 27 აპრილს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ვილიარეალში 3 მაისსაა დაგეგმილი.

0.105512