„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ჰარი მაგუაირმა კრიტიკოსებს უპასუხა და თქვა, რომ მის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკა სატრანსფერო ფასის გამოა. როგორც 29 წლის ინგლისელმა აღნიშნა, ცუდად რომ თამაშობდეს, მოედანზე საერთოდ არ გავიდოდა.
„ნამდვილად, ამ სეზონში რამდენიმე ცუდი თამაში მქონდა, მაგრამ ისე ცუდად რომ ვთამაშობდე, როგორც ამბობენ, მოედანზე არ გავიდოდი. ძირითად შემადგენლობაში ორი მწვრთნელი მათამაშებდა, სულშერი და რანგნიკი, რაც ადვილი არ არის. როგორც ჩანს, გუნდს რაღაც განსაკუთრებულს ვაძლევ. გუნდის კაპიტანი ვარ და ესმის, თუ ბევრ გოლს გავუშვებთ, ყველაზე მეტი კრიტიკა ჩემს მიმართ იქნება. გარდა ამისა, მათ ჩემს ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადეს“, - თქვა მაგუაირმა.
შეგახსენებთ, რომ ჰარი მაგუაირი „მანჩესტერმა“ 2019 წელს „ლესტერ სიტიდან“ შეიძინა და მას შემდეგ მან 142 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა.