ფეხბურთი

17:06 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია მოედანზე სავარაუდოდ მაისში დაბრუნდება

ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გამოჯანმრთელების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და ქართველი ფეხბურთელი მომდევნო კვირიდან ვარჯიშს დაიწყებს.

კვიპროსული მედიის ცნობით, აღდგომის დღესასწაულის გამო „აპოელი“ 4 დღე დაისვენებს და საწვრთნელი პროცესი ამის შემდეგ განახლდება. სწორედ მაშინ არის მოსალოდნელი, რომ გიორგი გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

სავარაუდოდ, ქვილითაია ლარნაკას აეკ-თან 1 მაისს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობასაც მიიღებს.

28 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113546