კალათბურთი

19:04 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

“მეგამ” “ტიტები” ოვერტაიმში დაამარცხა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პლეი ოფში გასული გუნდები – “მეგა” და “ტიტები” შეხვდნენ. ეს გუნდები ცხრილში პოზიციის გასამყარებლად იბრძვიან და აღნიშნულ შეხვედრასაც ორივე მთელი მობილიზებით შეხვდა. მატჩის ბედი ძირითად დროში ვერ გაირკვა, ოვერტაიმში კი “მეგამ” იძალა და 104:95 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

მატჩის დრამატული გამოვიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მეგამ ანგარიში ძირითადი დროის საფინალო სირენის თანხლებით გაათანაბრა. ტაირელ კორბინმა ბურთი დაახლოებით 8 მეტრის სიშორიდან ესროლა და სანამ გამთანაბრებელი სამქულიანი ჩავარდებოდა, საფინალო სირენა გაისმა – 87:87. არადა, ტიტების კალათბურთელებს ჯარიმის აღება უნდოდათ, რათა კორბინის 2 ჯარიმა ესროლა, მაგრამ ვერ მოასწრეს.

შეიძლება ითქვას, რომ მეგამ ეს თამაში ორჯერ მოიგო. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდამდე იგებდა. მეორე პერიოდში მისი უპირატესობა 16 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა ტიტებმა გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოახერხეს დაწინაურება და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს უპირველესად ამერიკელი ლეგიონერების და აკაკი ლომოურის დამსახურებაა. ჯავიონ ოგუნიემი ფარქვეშ დომინირებდა, ხოლო ისააკ ასრატი და კრისტოფერ პარკერი პერიმეტრიდან და სწრაფი გარღვევებით იხვეჭდნენ ქულებს და ძირითადი დროის ბოლო წუთებზე ტიტები 4 ქულით გალიდერდნენ.

მეგამ მოახერხა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან თამაშის გადარჩენა და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა, რის შემდეგაც დენგი აკუთისა და დემონტე ფლანიგანის ქულებით შეხვედრა იოლად მოიგო. სწორედ ფლანიგანი გახდა გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება დაგროვდა. 21 ქულა მიითვალა ოთარ ბულიავამ, დენგი აკუთის ანგარიშზე კი 18 ქულა, 9 მოხსნა და 5 დაფარებაა. ტიტებში 27 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 23 ქულა და 11 პასი ასრატმა მიითვალა, კრის პარკერის ანგარიშზე კი 19 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები ხვალ, 20 აპრილს, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.

თეგებიმეგატიტები
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140581