ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ძალიან ახლოსაა და მხარეებმა პრაქტიკულად ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მომდევნო კვირაში შესაძლოა ნიდერლანდელი სპეციალისტი ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინონ. კონტრაქტის დეტალები უცნობია.
ტენ ჰაგი ამჟამად „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელია და „მანჩესტერში“ ის რალფ რანგნიკს შეცვლის, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე 51 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.