ფეხბურთი

23:35 | 12.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი ჩაატარა.

გიორგი ჩხაიძის გუნდი ამჯერად სტუმრად ფინეთის ნაკრებს გაეჯიბრა და უშანსოდ, 0:6 დამარცხდა. ფინელთა უპირატესობა საგრძნობი და საბოლოო შედეგიც გასაკვირი არ არის.

საქართველოს ნაკრებს 6 მატჩში ქულა არ მოუპოვებია, არც გოლი გაუტანია, ხოლო საპასუხოდ, 41 გოლი გაუშვა. მომდევნო შეხვედრას ჩხაიძის გუნდი 27 ივნისს, შინ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.112888