ფეხბურთი

16:01 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "ევერტონის" ფანს ტელეფონი გაუტეხა

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლივერპულში „ევერტონთან“ დამარცხდა, რამაც კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ცუდ განწყობაზე დააყენა.

მატჩის შემდეგ ინციდენტიც მოხდა. რონალდუ სტადიონის გვირაბის შედიოდა, ხოლო „ევერტონის“ ერთ-ერთი ფანი მასთან ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რის შედეგადაც, პორტუგალიელმა გულშემატკივარს ტელეფონი გაუტეხა.

კრიშტიანუმ სოციალურ ქსელში ამის გამო პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ძნელია წაგებული მატჩის შემდეგ ემოციების კონტროლი. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის გამო გამოძიებაც დაიწყო, ხოლო კრიშტიანუმ ფანი თამაშზე დაპატიჟა.

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან წაგებით უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ამოცანა ძალიან გაირთულა.

0.118284