დღეს, 9 აპრილს, ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ბაიერნმა“ „აუგსბურგს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე პენალტით გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ.
ახლა „ბაიერნს“ 69 ქულა მოუგროვდა და კვლავ ერთპირონვულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. ცხრა პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას.“