საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა და შინ შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მატჩი არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა - შვედებმა 15:0 მოიგეს. სტუმრებმა 15-დან 11 გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში 5 ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 აპრილს, სტუმრად ფინეთთან ჩაატარებს.