სხვა

22:28 | 6.04.2022 | ნანახია 1204 - ჯერ

წყალბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ მე-4 კალათაშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებო მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, რომელიც 18 ივნისიდან 3 ივლისამდე უნგრეთში ჩატარდება.

FINA-მ მონაწილე 16 ნაკრები ოთხ კალათაში განთესა და საქართველო, როგორც ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდი მონაწილეთა შორის, ბოლო, მეოთხე კალათაში მოხვდა.

I კალათა

სერბეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ესპანეთი

II კალათა

მონტენეგრო, აშშ, კანადა, ხორვატია

III კალათა

ბრაზილია, იტალია, გერმანია, ავსტრალია

IV კალათა

სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, იაპონია, საქართველო

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება, წილისყრა კი 12 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:06 | 26.06.2022
თენგაბი (950)

ყოჩაღ ბიჭები! თანდათან ვუახლოვდებით ამ სახეობის მწვერვალებს

08:57 | 26.06.2022
Z.LO (802)

არადა მონტენეგრო რომ მიგვეჯირყნა - იაპონიას შევუსრულებდით.
ახლა ხორვატის უნდა ვაყურყუმელაოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064577
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1204