ფეხბურთი

11:39 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "მამაჩემმა რაღაც არასწორად გაიგო, კარიერას არ ვასრულებ"

გონსალო იგუაინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით. მანამდე არგენტინელი ფეხბურთელის მამამ, ხორხე იგუაინმა თქვა, რომ წლის ბოლოს მისი შვილი კარიერას დაასრულებდა. თუმცა, „პიპიტამ“ აღნიშნა, რომ მას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია და მამამისმა რაღაც არასწორად გაიგო.

„კარიერას ვასრულებ? არა, მე ვფიქრობ, რომ მამაჩემმა რაღაც არასწორად გაიგო. არასოდეს მითქვამს, რომ კარიერას ვასრულებდი, მის განცხადებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ორიენტირებული ვარ ჩემს გუნდზე და კონტრაქტს პატივს ვცემ, როცა დრო დადგება და როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებ, მას საჯაროდ გამოვაცხადებ. ის, რაც მამაჩემმა ან სხვა ადამიანებმა შეიძლება თქვან, ჩემთან საერთო არაფერი აქვს. როცა დრო მოვა, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ახლა მხოლოდ კლუბზე ვფიქრობ“, - თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი 2020 წლიდან MLS-ში „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს. მანამდე არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „რივერ პლეიტის“, „რეალის“, „ნაპოლის“, „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „ჩელსის“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109857