ფეხბურთი

16:29 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო იგუაინი კარიერას ასრულებს

ამერიკული „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გონსალო იგუაინი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ განცხადება, „პიპიტას“ მამამ, ხორხე იგუაინმა გააკეთა.

„ის არ დაბრუნდება არგენტინაში. მან მითხრა, რომ წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს და ფეხბურთს დატოვებს“, - აღნიშნა ხორხემ.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „ინტერ მაიამიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „რივერ პლეიტში“, „რეალში“, „ნაპოლიში“, „იუვენტუსში“, „მილანსა“ და „ჩელსიში“. არგენტინის ნაკრებში იგუაინმა 2009-2018 წლებში 75 შეხვედრაში 31 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109934