ფეხბურთი

12:15 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "კარგია, რომ მშრალი სერია შევწყვიტე, იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებში კიდევ გავიტან"

ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოსტენდესთან“ გატანილი გოლის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა. ქართველი თავდამსხმელის განცხადებით, ბედნიერია მშრალი სერიის დასრულებით და იმედოვნებს, რომ გოლებს სეზონის დარჩენილ ნაწილში კიდევ გაიტანს.

„კარგად ვითამაშეთ და შედეგით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, გვინდოდა მოგვეგო, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ჩვენ ბოლო თამაშზე და შემდეგ პლეი-ოფზე უნდა გავამახვილოთ. შედეგი არ არის მისაღები, მაგრამ სწორ გზაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. არ უნდა ვინერვიულოთ, პლეი-ოფში ყველაფერი კარგად იქნება.

კარგია, რომ გოლი გავიტანე. დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და ჩემთვის ძალიან კარგია. ვარჯიშებზე ყოველთვის ვიტან, მაგრამ მატჩებში ყველაფერი ბევრად რთული იყო, ბევრი მომენტი არც მექმნებოდა და მქონდა, მიჭირდა მათი გამოყენება. ამჯერად გავიტანე და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ტურში „გენკთან“ და მერე პლეი-ოფშიც გავიტან“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა. თასის გათამაშებასაც თუ ჩავთვლით, 21 წლის შემტევის აქტივში 30 მატჩში 13 გოლია. "სერენი" 28 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა და 10 აპრილს "გენკს" შეხვდება, ლიგაში დასარჩენად ბრძოლა კი პლეი-აუტში მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.058382