ფეხბურთი

11:03 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "კიბო მაქვს, ფეხბურთელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ"

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ნიდერლანდურ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროსტატის კიბო აქვს.

„ნიდერლანდების ნაკრების შეკრების დროს ღამ-ღამობით საავადმყოფოში დავდიოდი. უკვე თერაპიის 25 კურსი გავიკეთე. ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ, არ მინდოდა ამ ამბავს მათ თამაშზე ემოქმედა, ეგონათ, რომ ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ არ ვარ. პროსტატის კიბო აგრესიულ ფორმაში მაქვს“, - თქვა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში მასპინძელ კატართან, სენეგალთან და ეკვადორთან ერთად ითამაშებს.

0.131082