საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტური ბოლნისის „სიონისა“ და „გაგრას“ შეხვედრით დასრულდა.
ამ ტურამდე „სიონს“ მოგება არ ჰქონდა, მაგრამ წარუმატებელი სერია შეწყვიტა და სეზონში პირველი სამი ქულა მიითვალა. ბოლნისელები ნიკა ხორხელმა მე-13 წუთზე დააწინაურა, რასაც ტაიმის მიწურულს მათე ვაწაძემ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ორ წუთში „გაგრას“ ვასილ ხოსიტაშვილი ორი ყვითელი ბარათის გამო გაუძევეს. აღსანიშნავია, რომ მან მე-18 წუთზე პენალტიც ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობით „სიონმა“ ისარგებლა და გიორგი კორიფაძის პენალტით გამარჯვება მოიპოვა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, ხოლო „გაგრას“ 7 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.
„სიონი“ – „გაგრა“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 ხორხელი (13), 1:1 ვაწაძე (37), 2:1 კორიფაძე (86, პენ)