მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ კანმა კლუბის სამომავლო გეგმებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე ისაუბრა.
ლეგენდარულმა კიპერმა აღნიშნა, რომ პრემიერლიგაში გაცილებით დიდი შემოსავლებია, ვიდრე ბუნდესლიგაში და გერმანულმა ლიგამ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იმუშაოს.
„ბუნდესლიგის წლიური შემოსავალი საერთაშორისო სატელევიზიო კონტრაქტებიდან ამჟამად 150 მილიონ ევროზე ნაკლებია. ამავე პერიოდში პრემიერლიგა 2 მილიარდ ევროზე მეტს იღებს. ეს მნიშვნელოვანი უთანასწორობაა. ჩვენ გვჭირდება ზომების მიღება ამ უზარმაზარი განსხვავების შესამცირებლად. „ბაიერნი“ სპონსორების მხრივ მსოფლიოს სამ საუკეთესო გუნდს შორისაა, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით. სატრანსფერო ბაზარზეც ჭკვიანურად და ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოიცავს ჩვენი გუნდის მუდმივ განვითარებას. გარდა ამისა, გავაგრძელებთ კლუბში გამარჯვებული მენტალიტეტის განვითარებას. თუ ამ სფეროებში შედეგის მიღწევას მოვახერხებთ, ჩვენი კლუბისთვის კიდევ ერთი სპორტული და ფინანსურად წარმატებული ათწლეული გვექნება“, - თქვა კანმა.