შვედეთის ნაკრების შეკრებაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, კარიერის დასრულების ეშინია და ამაზე ფიქრისას პანიკა ეუფლება.
„მცირე პანიკა მეუფლება, როცა კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელებ თამაშს, სანამ შედეგის მიღწევა შემიძლია, მაგრამ მოედანზე კარგად უნდა ვიყო, არ უნდა ვიტანჯებოდე. არ მინდა, სინანულის გრძნობა მქონდეს, როცა ფეხბურთიდან წავალ. ამიტომ, მინდა ჩემს კარიერაში მაქსიმალურად დავიხარჯო. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი, როგორც ჩემს წიგნში ვწერ, ცოტა მეშინია. ვნახოთ, როდის მოვა კარიერის დასრულების დღე.
შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. თუმცა, აქ, როცა მოვდიოდი, ყველამ იცოდა, რომ 90 წუთის თამაში ახლა არ შემიძლია. ჩვენი მომავალი არის ელანგა, ისაკი, კულუშევსკი, ფსონი მათზე უნდა გავაკეთოთ და არა ჩემზე, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ მათ წინსვლაში დავეხმარო“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში პოლონეთთან თამაში მოუწევს.