კალათბურთი

2:19 | 21.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი სასტარტო მატჩი: გოგამ კარგად ითამაშა და "ინდიანამ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

გოგა ბითაძემ ისევ „ინდიანა პეისერსის“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, ამჯერად „პორტლენდთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ძალიან იოლად, 129:98 მოიგო. სხვათა შორის, ინდიანაპოლისელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

ბითაძემ 23:48 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 12 ქულით, 2 მოხსნით და 3 პასით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. იმ წუთებში, როცა გოგა მოედანზე იყო, „პეისერსს“ მეტოქესთან +17 დაუფიქსირდა.

„ინდიანაში“ საუკეთესო ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, „პორტლენდს“ ჯოშ ჰარტმა 26 ქულით ულიდერა, მაგრამ მისი გარჯა წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

„ინდიანა პეისერსი“ 25 მოგებით და 47 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 24 მარტს, შინ „საკრამენტოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074819