ფეხბურთი

18:03 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაცნაკლული "დილას" ქამბექი "სიონთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში თოვლის გამო რამდენიმე მატჩი გადაიდო, მაგრამ სამაგიეროდ გაიმართა „დილასა“ და „სიონის“ შეხვედრა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა.

„სიონი“ იგებდა, რიცხობრივ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ გორელებმა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვა და 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. 39-ე წუთზე გორელებს ალეფ სანტოსი გაუძევეს, რამაც ანდრეი დემჩენკოს გუნდი რთულ ვითარებაში ჩააგდო.

ანგარიშიც „სიონმა“ გახსნა, როცა 68-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძემ ეფექტური დარტყმით შეაგდო. თითქოს, უჩა სოსიაშვილს სადებიუტო თამაში უნდა მოეგო ან ქულა მაინც მოეპოვებინა, მაგრამ - არა. „დილამ“ ბოლომდე იბრძოლა და 10 კაცით მეტოქეს 2 გოლი გაუტანა.

74-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა, ხოლო 10 წუთში ჰაჯი დრამემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

გორის „დილას“ ოთხ თამაშში 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და 2 აპრილს „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო „სიონი“ ერთადერთი ქულით ბოლოსწინა საფეხურზეა, 3 აპრილს კი „გაგრას“ უმასპინძლებს.

„დილა“ – „სიონი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 უგრეხელიძე (68), 1:1 მაქაცარია (74), 2:1 დრამე (84)

0.115887