სხვა

14:14 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩიომარუსთან მარცხის მიუხედავად ტოჩინოშინი დადებით ბალანსს ინარჩუნებს (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დამარცხდა ლევან გორგაძე. ქართველი სუმოისტი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ტოჩი დღევანდელ მეტოქეს მეცხრედ დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ მოგება წაგების ბალანსი 6:3-ზე აქვს.

34 წლის გოლიათს 4 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და მარტის ბაშოზე კიდევ 8 ბრძოლა აქვს ჩასატარებელი, რომელთაგანაც 4 გამარჯვება მინიმუმ სჭირდება. ჩვენებურის ხვალინდელი მეტოქე კი მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც აქამდე ჩატარებული 6 ორთაბრძოლიდან 6 მოუგო - ერთხელ კი თავად დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116735