ფეხბურთი

17:58 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" "საბურთალოს" და "დინამო ბათუმის" ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა

გორის „დილამ“ ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, რომელმაც კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა.

25 წლის შემტევი „დილას“ უკრაინული „კრივბასიდან“ შეუერთდა, რომელიც ომის გამო დატოვა. ვაგნერი მანამდე კიდევ ერთ უკრაინულ გუნდში, „დნიპრო 1“-ში თამაშობდა, რომელსაც „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა.

ვაგნერი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში 2020 წლის სეზონში თამაშობდა, ხოლო მანამდე სამი წლის განმავლობაში „საბურთალოს“ ფეხბურთელი, შესაბამისად, ეროვნულ ლიგას ძალიან კარგად იცნობს.

0.11909