ფეხბურთი

16:14 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და "ჰამბურგს" დაუბრუნდა

გერმანული „ჰამბურგის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კორონავირუსისგან განიკურნა და გუნდს დაუბრუნდა.

როგორც HSV-ს ვებგვერდი იტყობინება, ჩაკვეტაძემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, ისევე როგორც დავიდ კინსომბიმ, რომელსაც ასევე კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა.

„ჰამბურგში“ კოვიდ 19-ის გავრცელების გამო „აუესთან“ 12 მარტს გასამართი მატჩი გადაიდო, თუმცა, ახლა ვითარება გაუმჯობესდა და შესაბამისად, ტიმ ვალტერის გუნდი 19 მარტს, „დიუსელდორფთან“ შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ რიგებში 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველი გერმანულ კლუბს იანვარში სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

0.145749