გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩი „ჰამბურგმა“ „აუეს“ წინააღმდეგ გუნდში გავრცელებული კორონავირუსის გამო ვერ ჩაატარა, სამაგიეროდ, უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარა.
როგორც HSV-ს ვებგვერდი იტყობინება, მატჩის გადადების შემდეგ სპონტანურად გაჩნდა იდეა და სტადიონის ფანებისთვის გამოყოფილი საკვებით უკრაინელებს გაუმასპინძლდნენ.
„მას შემდეგ, რაც მატჩი გადაიდო, წუხელ გაჩნდა სპონტანური იდეა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ლანჩზე ჩვენს ფან-რესტორანში დაგვეპატიჟებინა. გვინდოდა სწორი მიმართულებით გამოგვეყენებინა ის საკვები, რომელიც უკვე გამოყოფილი იყო ფანებისთვის და რომლის გამოყენება იურიდიული მიზეზების გამო მხოლოდ „ვოლკპარკშტადიონზე“ შეიძლება. ეტაპობრივად დაახლოებით 400 ადამიანს ვუმასპინძლეთ და ყველა აღფრთოვანებული დარჩა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ჰამბურგში“ კორონავირუსი ორი დღის წინ გავრცელდა და ინფიცირებულთა შორის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეცაა.