მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინდიან ველსზე სათამაშოდ გამგზავრებისგან თავი შეიკავა. ის მასტერს 1000-ის სერიის ყველაზე პოპულარული ტურნირის განაცხადში იყო, მაგრამ ამერიკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავა, რადგან იქ შესაშვებად, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაა საჭირო, რაც მას არ სურს.
„დაავადების კონტროლის ცენტრმა დამიდასტურა, რომ რეგულაციების შეცვლას არ აპირებს. ამიტომ, ამერიკაში არ შემიშვებენ და შესაბამისად, ვერც იქ თამაშს შევძლებ. იღბალს ვუსურვებ ყველას, ვინც ამ დიდებულ ტურნირებზე ითამაშებს“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვინც იმავე მიზეზით, მაიამიში თამაშსაც ვერ შეძლებს.
ვაქცინაციის სტატუსის არგამჟღავნბის გამო, სერბი ჩოგბურთელი ამ სეზონის დასაწყისში, ავსტრალიიდან გამოაძევეს. ამის გამო, მან ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში ვერ შეძლო. სავარაუდო იყო, რომ ვერც როლან გაროსზე გამოსვლას შეძლებდა, მაგრამ საფრანგეთმა კოვიდ შეზღუდვები მოხსნა და შესაბამისად, სერბი სათიხნარო სლემზე გასვლას შეძლებს.