ფეხბურთი

16:05 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებისა და Puma-ს 20-წლიანი თანამშრომლობა სრულდება, "აძურას" Adidas შემოსავს

იტალიის ნაკრების ტექნიკური სპონსორი Adidas-ი იქნება. გერმანულ კომპანიასა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის გრძელვადიანი კონტრაქტი უკვე გაფორმდა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ხელშეკრულება ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევა და „ადიდასი“ იტალიის მამაკაცთან და ქალთა, ასაკობრივ, ფუტსალისა და პლაჟის ნაკრებებს შემოსავს. აქვე ვთქვათ ისიც, რომ Adidas-ი არაერთ ეროვნულ ნაკრებსა თუ საფეხბურთო კლუბს მოსავს. მათ შორის, გერმანიის, ესპანეთის, არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს.

იტალიის ნაკრების ტექნიკური სპონსორი 2003 წლიდან PUMA იყო, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე „სკუადრა აძურას“ ისევ შემოსავს. „პუმასთან“ ერთად იტალიის ნაკრები 2006 წელს მსოფლიოს, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117069