საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტური გორში დაიწყო, სადაც „დილამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. შედეგად, საქართველოს ჩემპიონის სტატუსით „დინამო ბათუმმა“ პირველად წააგო. არადა, გია გეგუჩაძის გუნდი იგებდა, მაგრამ უპირატესობა მალევე გაანიავა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი გუნდებმა გაცილებით საინტერესო ფეხბურთი ითამაშეს. 53-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა მოახერხა მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა და ანგარიში გახსნა. ბათუმელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
67-ე წუთზე ონორე გომისმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე სენეგალელმა ნახევარმცველმა გოლს საგოლე პასი დაუმატა და თავი თამაზ მაქაცარიამ გამოიჩინა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმსაც“ და „დილასაც“ სამ ტურში 6-6 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ბათუმელები 13 მარტს „საბურთალოს“ უმასპინძლებენ, ხოლო გორის „დილა“ „დინამო თბილისს“ ესტუმრება.
„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (53), 1:1 გომისი (67), 2:1 მაქაცარია (83)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასული სეზონის მეორე ნახევარში ბათუმელთა ყველაზე სუსუტი ზონა გახდა ცენტრალური დაცვის დუეტი, თითქოს დამძიმდნენ და ნელები გახდნენ კობახიძეც და აზაცკიც. ამ ზონისთვის უნდა მიეხედათ პირველ რიგში, იმედია ის აფრიკელი მაინც გაამართლებს.