ფეხბურთი

21:25 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდს "ასტონ ვილაში" კოუტინიოს შენარჩუნება სურს

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდს ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნება მომდევნო სეზონშიც სურს.

ინგლისელი სპეციალისტის ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და კლუბის ხელმძღვანელობას „ბარსელონადან“ მისი გამოსყიდვა დაავალა.

კოუტინიო „ასტონ ვილას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა და სამ მატჩში უკვე მოასწრო 3 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გაკეთება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111904