კალათბურთი

10:26 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის NBA-ს კარიერის პირადი რეკორდი და 100%-იანი შედეგი შეტევაში (+VIDEO)
ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 20 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა და ამერიკულ კარიერაში საუკეთესო თამაში ჩაატაარა.

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 23:24 წუთში 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგამ აბსოლუტურად ყველა სროლა გამოიყენა და 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ისიც უნდა აღიშნინოს, რომ ბითაძეს 20-დან 17 ქულა პირველ ტაიმში ჰქონდა და იმ დროისთვის თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

აუცილებლად სახსენებელია, რომ ბითაძისთვის 20 ქულა NBA-ს კარიერის პირადი რეკორდია. აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი თამაშში 17 ქულა იყო, რომელიც ამჯერად გააუმჯობესა.

რაც შეეხება შეხვედრას, „ინდიანამ“ 123:133 წააგო. ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი „პეისერსის“ ლიდერი მალკომ ბროგდონი იყო 27 ქულით, ხოლო „ვაშინგტონში“ კაილი კუზმა 23 და კრისტაპს პორზინგისი 25 ქულით გამოირჩნენ. სწორედ ამ სამმა კალათბურთელმა აჯობა ბითაძეს შედეგიანობით.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 44 წაგებით მე-13 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, შინ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060185