ფეხბურთი

0:34 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის თასის ნახევარფინალში ჩაკვეტაძის "ჰამბურგის" მეტოქე გაირკვა

გერმანიის თასზე ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და „ჰამბურგის“ მეტოქეც გაირკვა, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს.

HSV თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თამაშს საკუთარ მოედანზე გამართავს, რადგან ნახევარფინალური ეტაპი ერთმატჩიანია.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას „ლაიფციგი“ და „უნიონ ბერლინი“ გაარკვევენ.

0.117949