ფეხბურთი

14:52 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დემეტრაძე: "უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მისი მეორე სამშობლოა.

„ძვირფასო უკრაინელო, მე ვარ გიორგი დემეტრაძე - ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა და ცხოვრობდა თქვენს სამშობლოში. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც თქვენს სამშობლოში ხდება. მინდა, მხარდაჭერა გამოვახტო უკრაინელი ხალხის მიმართ. დიდება უკრაინას“, - თქვა დემეტრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დემეტრაძე უკრაინაში კიევის „დიანმოს“, დონეცკის „მეტალურგისა“ და კიევის „არსენალში“ თამაშობდა. მას ასევე უთამაშია რუსულ კლუბებში, ვლადიკავკაზის „ალანიასა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“.

0.117692