მოსკოვის საფეხბურთო კლუბ ცსკა-ს YouTube-არხი დაიბლოკა. რუსული არმიის კლუბის პროფილი პოპულარულ ვიდეოპლატფორმაზე აშშ-ის მიერ სანქციების შემოღებისთანავე დაბლოკეს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ცნობის და რუსული საოკუპაციო ჯარის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის კვალად, 24 თებერვალს მისმა უკრაინელმა ვიზავიმ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც დასავლური ქვეყნების მხრიდან მყისიერად მოჰყვა რუსეთის მიმართ ნაირგვარი სანქციები.
ფიფამ და უეფამ კი რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს და კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს.