ფეხბურთი

1:00 | 1.03.2022 | ნანახია 1997 - ჯერ

რუსულ კლუბებთან ლეგიონერებს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას მისცემენ

რუსულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს შესაძლოა კონტრაქტების გაწყვეტის და კლუბების დატოვების უფლება მიეცეთ.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) ფიფას მიმართა, რომ რუსეთში მოთამაშე ყველა ლეგიონერს უფლება მიეცეთ, რუსულ კლუბებთან არსებული კონტრაქტები კომპენსაციის გარეშე გაწყვიტონ.

„ფიფას ამის გაკეთება შევთავაზეთ. ეს ღონისძიება, რაც შეიძლება მალე უნდა უნდა განხორციელდეს. მზარდი კონფლიქტი გვეჩვენება იმის მიზეზად, რომ ფეხბურთელებს მივცეთ საშუალება კლუბებთან კონტრაქტები კომპენსაციის გარეშე გააუქმონ. ამჟამად ფიფასთან ამ საკითხს განვიხილავთ. ორი წლის წინ ფიფამ კორონავირუსის გამო ტრანსფერის წესები შეცვალა. მათ შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში წესების კორექტირება, რაც ორი წლის წინაც დადასტურდა. უკიდურესად შემაშფოთებელი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ მოთამაშეებს უნდა მიეცეთ ქვეყნის დატოვების თავისუფლება“, - თქვა FIFPro-ს საბჭოს წევრმა ლუის ევერარდმა.

შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს. რუსეთის პრემიერლიგაში ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე, ლუკა წულუკიძე და ლუკა გაგნიძე თამაშობენ.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:25 | 01.03.2022
football_truth (68)

ომი კვახაცხელიამ დაიწყო რო სხვა კლუბში გადასულიყო, სხვანაირად არ უშვებდნენ

09:31 | 01.03.2022
ბაგი-რეი (2264)

რას ნიშნავს ეს??
რაიმე ძვრა იყო კვარაცხელიას მხრიდან?

09:16 | 01.03.2022
lagashi (6738)

ოჰოოო, ახალ გუნდში გადასვლასაც არ უნდა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დალოდება ხომ?

17:15 | 01.03.2022
dinamo222 (8587)

თუ დაამტკიცებენ მასგ კანონს მაშინ ფანჯარასც გახსნიან სპეციალურად მარტო იმათთვის ვინც დატოვებს რუსეთს

04:01 | 01.03.2022
dinamo222 (8587)

უეფამაც და ფიფამაც აუცილებლად უნდა მისცენ უფლება იმიტომ რომ თვითონ აუკრძალეს რუსულ გუნდებს ტურნირებში მონაწილეობა და თუ მოთამაშეებს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას არ მისცემენ მაშინ ეს უკვე ფეხბურთელების უფლებების დარღვევა გამოდის და თუ ვირზე შეჯდებიან დედები მოეკუპრებათ და იმ თბილ ადგილებს დაკარგავენ ! როგორც ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელიაო ! ამ ომს ეს პატარა სიკეთე მაინც მოყვა და ჩენი ფეხბურთელები მალე თავისუფალი აგენტები გახდებიან ! ხვიჩამ კი ეხლავე უნდა დაიწყოს გუნდის ძებნა თუმცა პრინიპში არც სჭირდება იმიტომ რომ ევროპის გუნდები როგორც კი გაიგებენ რომ თავისუფალი აგენტი გახდაო ეგრევე წამოვა უმაგრესი წინადადებები ტოპ გუნდებიდან უმაგრესი კონტრაქებით და ხელფასებით და ხვიჩამ უნდა აირჩიოს სად ურჩევნია ! აი დანარჩენებს ცოტა გაუჭირდებათ გუნდების პოვნა და იმათმა უნდა დაიწყონ ეხლავე ძებნა და ხვიცაც და სხვებიც ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ რომ ჩაკცეტაძე-ქვილითაია-ბერიძესავით გენტისნაირ ბოსელში არ აღმოჩდნენ ! ხოო და კიდევ--უეფამ და ფიფამ გამონაკლისის სახით უნდა დაუშვას საკონტრაქტო ფანჯარა სპეციალურად რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის თორემ ისე აზრი არა აქვს ზაფხულამდე უგუნდოდ ხომ არ იქნებიან ??

03:26 | 01.03.2022
Dave Drummee (3)

Good

01:44 | 01.03.2022
zviadi-shxefi (6306)

ხელფასსაც ვერ გადაუხდიან და ყველა ვარიანტში მოუწევთ წამოსვლა

09:29 | 01.03.2022
ბაგი-რეი (2264)

ხელფასი რუბლებში ექნებათ. შესაძლოა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ ფეხბურთელები მომავლის იმედით.

01:38 | 01.03.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ხვიჩა გადარჩა

01:37 | 01.03.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

მე ვწერდი, რომ კვარაცხელკას არაფერი უშველიდა, მაგრამ ეხლა რაც მოხდა ეს არ მიფიქრია. არც არავის უფიქრია

01:35 | 01.03.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჰე ბიჭო, ბედმა ასეთი საჩუქარი მოგცა. განოიქეცი მაქედან და შენ თუ რეალის ვარკვლავი არ გახდე, მე ვიყო ჩათლა/ხი

0.06453