ნიდერლანდების ნაკრები რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან არ ითამაშებს. ამის შესახებ KNVB-ს ვებგვერდი იტყობინება.
„KNVB მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი გულით ვიმედოვნებთ, რომ ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დასრულდება. რუსეთის მუდმივი აგრესიის სიმძიმემ და მასშტაბებმა, ბელარუსის თანამშრომლობამ, გვაიძულა, რომ არ ვითამაშოთ მათი ნაკრებების წინააღმდეგ. ბოლო დღეებში ხშირი კონტაქტი გვაქვს სხვა ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციებთან, უეფასა და ფიფასთან სანამ კონფლიქტი არ დასრულება, ამ ხაზზე ყოფნას გავაგრძელებთ“, - წერია განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთთან თამაშს ბოიკოტი ირლანდიის გარდა, ამ დროისთვის რვა ქვეყანამ გამოუცხადა: შვედეთმა, ინგლისმა, დანიამ, ჩეხეთმა, ნორვეგიამ, უელსმა, შვეიცარიამ, ალბანეთმა და შოტლანდიამ.