საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა მოიგო. ილიას ზუროსის მომზადებული გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკენონიას შეხვდა და მეტოქე 79:65 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ ჩვენი გუნდის ბერძენმა სპეციალისთმა თამაში შეაფასა. მან ასევე უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი უნდა შეჩერდეს!
"პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს და ასევე სტაფს. რადგან მცირე პერიოდში მათ დიდი სამუშაო გასწიეს. ამ გამარჯვებას ჩვენ ქართველ გულშემატკივარს ვუძღვნით. მათ, რომლებიც პირველ თამაშზეც იყვნენ და ასევე მათ, ვინც მთელი წლების განმავლობაში გვგულშემატკივრობს. ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელობანია, რომ გულშემატკივრობდე კალათბურთს შენს ქვეყანაში.
ეს გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნისთვის, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა და ამავდროულად მომდევნო ეტაპისთვის მომზადების საშუალებას გვაძლევდა. ჩვენი საქმე ამით არ დასრულებულა. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომდევნო ფანჯრის დროსაც, რადგან იქაც გამარჯვებები გვმართებს.
გვაკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ახალგაზრდა ალექსანდრე ფევაძე, რომელსაც ტრავმა აქვს. თუმცა, ვინც ჩამოვიდა, ყველამ ბოლომდე და გულით ითამაშა. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშე მალე დაგვიბრუნდება. მათ დაძვაში ძალიან კარგად ითამაშესმ ეს კი ის კომპონენტია, რომელსა შედეგი მოაქვს და გამარჯვებაში გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა და ფაქტიც სახეზეა - ჩვენ ჯგუფიდან გავედით. იყო შეცდომებიც, რომლებიც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. თანამედროვე კალათბურთში რაიმეს დაგეგმვა ძალიან რთულია, მითუმეტეს კორონავირუსის პირობებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის უკრაინაში მიმდინარე ამბებს. ჩვენ ყველას გვინდა უარი ვთხრათ ომს. ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანები იღუპებიან. უნდა შევთანხმდეთ, რომ 2022 წელს მსგავსი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ომის წარმოება არასწორია. ადამიანებმა ერთმანეთს სიყვარული უნდა გაუზიარონ და არა ომი”, - განაცხადა ილიას ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას 1 ივლისს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დეჟანტე მარის მიაქციეთ ყურადღება,სერიოზული პროგრესი აქვს მაგ ბიჭს.იგივე ვესტბრუკს ბევრად ჯობია ამ სეზონში.მასეთ პირველ ნომერს საჩემპიონო გუნდებიც ინატრებდნენ
ძველი სუპერსტარებიდან ვინც შექმნიდა პოლთან ყველაზე მაგარ დუეტს იმასთან გადასვლა კი დაუბლოკა ლიგამ სტერნის მეთაურობით)))არადა გახარებული გარბოდა პოლი ლეიკერსში როგორც იქნა ბეჭდის რეალური შანსი გამომიჩნდაო.ორი გენერალით გამოვიდოდა ელეი პარკეტზე,ორი ყველაზე დიდი პროფესიონალით რომლებიც გარდა იმისა რომ თვითონ იყვნენ სუპერ პროფესიონალები,გუნდელებსაც აიძულებდნენ რომ უკეთესები გამხდარიყვნენ
თანამედროვე სუპერსტარებიდან ახალგაზრდა პოლთან დუეტში ყველაზე მაგარი იქნებოდა კავაი.ეგ დუეტი იქნებოდა N1 მკვლელი დღეს
პოლი რატომ აუმჯობესებს ყველა გუნდს იცით?მარტო პარკეტზე არ ატარებს ეგ კაცი დიდ "სამუშაოებს",პარკეტს გარეთაც ალაგებს გუნდს,პლუს არის ძაან მომთხოვნი თანაგუნდელი.ყველას თხოვს პირველრიგში აქტიური დაცვის თამაშს რაც წვერას არ მოეწონა და გააცვლევინა ვესტბრუკში.მოკლედ მოთამაშე მწვრთნელია რა რომელსაც თუ დაუჯერებ ითამაშებ მაღალ დონეს.უჯერებენ აგერ ფინიქსის ეს ახალგაზრდები და რა დონეზე გავიდნენ ხედავთ კარგად.პოლი ფიქრობს ეხლა ვიყო 10 წლით ახალგაზრდა ამ ფინიქსით კი გადავიხევდი ყველასო
იმ გოლდენმა ხომ მართლა ზღაპარი კალათბურთი ითამაშა და ცვეტში ასიამოვნა კალათბურთის ქომაგი სუპერ კალათბურთით მაგრამ რეალურად სხვა დიდი მოთამაშეები მეორე პლანზე გადაწია რაც არ იყო კარგი.მარტო პოლს კავაის ჰარდენს ან ლებრონს რა უნდა ექნა იმ 5 სუპერსტარისთვის?ხალხი ასხამდა პოლსაც ჰარდენსაც ლებრონსაც გოლდენთან რატომ წააგეო და მზეები არიან პლეიოფშიო.ვინაა მზე პლეიოფში პოლი?მზე კი არა ერთი ჰარდენით ისროდა მაგ 5 სტარიან გოლდენს რომ არა უიღბლობა)))
მართლა ფოინთგოდია ტიპი,მაგას რომ ერთი სუპერსტარი მაინც ყოლოდა გვერდით სტაბილურად წლების მანძილზე მეჯიქის სახელზე გაიწევდა.ერთხელ ყავდა ჰარდენი და იქეთ 5 სუპერსტარი იყო შეყრილი გოლდენში და მაინც შეიძლება გაეგდო ეგ გოლდენი რომ არა ტრავმა
კრის პოლი რომ გუნდზე გავლენას ახდენს და სიპი სამი რომ გუნდს უკეთესს ხდის ვერცერთი სხვა კალათბურთელი ვერ აკეთებს მაგას დღეს.ტიპი სადაც მივიდა ყველგან ყველაფერი შეცვალა უკეთესობისკენ.თან მაშინ აკეთებს მაგას როცა უკვე ჩამოწერილი ყავდათ ასაკის და ტრავმების გამოც.სამწუხაროდ საკმაოდ ტრავმიანა პოლიც,ხშირად დალეწილა გადამწყვეტი თამაშების დროს კარიერაში
დაიმტრვა ბებერი გენერალი და დაიწყო ფინიქსის პრობლემებიც.კი კარგი ახალგაზრდობაა მაგრამ სიპი სამის გარეშე დიდი ტვინი აკლიათ და ეტყობათ მაინც.კაროჩე კიდევ ვიტყვი რომ ახალგაზრდა პოლით ეს ფინიქსი ჩემპიონი გახდებოდა წელს.იდეალურად დაკომპლექტებული გუნდი იქნებოდა ამ სანსზე ახალგაზრდა პოლი.იქეთ ხომ კეიდის ბრუკლინია და ასევე აშკარად გაძლიერებული ფილა მაგრამ მაინც მჯერავს რომ ახალგაზრდა პოლი ამ ფინიქსს გახდიდა ჩემპიონს.ეხლა კი მეეჭვება ეს ფინიქსი ჩემპიონი გახდეს,როგორ ეტყობათ ბებერი პოლის ტრავმა და პლეიოფში ბებერი სიპი სამი რამდენად გაქაჩავს არ ვიცი
ბაბუაწვერას ბრავო,ჯერჯერობით რაც ჩანს მაგრად მოერგო ფილას.თუმცა ერთიცაა,შეტევაში მაინც პასიურია და რაკეტების ჰარდენს ბოლომდე არ გავს მაინც.ფილაშიც უფრო გამთამაშებლობას აწვება ვიდრე შემტევობას არადა როგორი შემტევია ვიცით კარგად.ნუ მიზეზებიც აქვს მაგას,ჯერერთი ფილა მაინც ემბიდის გუნდია და გუშინ მისულ კაცს მასე უცებ არავინ გადააბარებს შეტევის პირველ ოპციას(ჰიუსტონში რომ იყოს ჰარდენი და იქ გადასულიყო ემბიდი მაშინ ეჭვიც არავის შეეპაროს რომ წვერა არ დათმობდა პირველი შემტევის ოპციას) და მეორე მიზეზი ისიცაა რომ ემბიდი მვპ-იზე იწევს წელს და ჰარდენიც დაეხმარება მაქსიმალურად.პლეიოფში კი შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და შეტევაში უფრო მეტი აიღოს წვერამ თავის თავზე.ნუ ეხლაც რასაც თამაშობს მაგრად ადგება გუნდს.29 10 16 პლუს 5 ჩაჭრა და ჰარდენის კარიერიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი დაცვა,უკვე სუპერ თამაშია.წინა იგრაც მაგარი ქონდა 27 8 12 და ასევე ნორმალური დაცვა.ამ სტატისტიკის ფონზე იტყვით შეტევაშიც არაფერს აკლებსო მაგრამ მხოლოდ 12 და 14 ბურთი ისროლა ამ ორ თამაშში მაგარი პროცენტით და ჯარიმებიც მიამატა.20 სროლამდე უნდა ავიდეს წვერა,გასაგებია ემბიდთან ერთად ჰარისი მაქსიც მაგრამ მაინც
ლებრონმა ტრადიციულად ჩართო ოლსტარის შემდგომი დაპირებული პლეიოფმოუდი)))ეგაა პოლიტიკოსი თუ არის,რაც ეგ ყალბ დაპირებებს იძლევა მიმიქარავს ედიკა ბიძინა მიშა და ყველა ერთად)))ისე კი სერიოზულად რომ ვთქვათ ლებრონმა დევისის გარეშე ვერაფერი ვერ გააკეთა ლეიკერსში რაც ოთხივე წლის მანძილზე გამოჩნდა.პირველ წელს პლეიოფში ვერ გავიდა წარბას გარეშე,მეორე წელს დაიმატეს წარბა რომელმაც დადო მაღალი დონე და გახდნენ კიდეც ჩემპიონები,მესამე წელს სტარტი კარგი ქონდათ,შემდეგ დაიტრავმა წარბა,ამოვარდა ფორმიდან და დაიწყო ლეიკერსის პრობლემებიც.წელსაც დევისი ხშირად ტრავმიანობს,როცა თამაშობს მაშინაც არ ბრწყინავს და ლეიკერსის შედეგებიც კატასტროფულია.მოკლედ გამოჩნდა რომ დევისი დიდი ძალა იყო ამ გუნდისთვის.წელს ლეიკერსი პლეიოფში ვერ შევა,პირდაპირ რომ ვერ შევა მაგაზე საუბარიც აღარაა და პლეიინშიც უბრალოდ შანსი არაა რომ ამ გუნდმა ვინმეს მოუგოს.ცოტას თუ ივარგებს პორტლენდი პელიკანსი ან თუნდაც სპერსი მაშინ საერთოდ პლეიინშიც ვერ შევა ლეიკერსი.საშინელი კალენდარი აქვთ დარჩენილი ლებრონს და კამანდას.ისედაც ყველა უგებს ლეიკერსს და კალენდარს დიდი აზრი აღარც აქვს მაგრამ მაინც ძაან რთული კალენდარი აქვთ
აღარ გვინდა ამ ომზე საუბარი,გულდასაწყვეტია ის რაც ხდება უკრაინაში და ნერვებზეც მოქმედებს როცა ხედავ როგორ იღუპება ხალხი,განსაკუთრებით ბავშვები როცა იღუპებიან.ისე კი დასავლეთი რომ ვარგოდეს და ეგენიც რომ ვიღაცის მარიონეტები არ იყვნენ პუტინი ამდენს ვერ გაბედავდა.ამიტომ მოვხან დასავლეთიც და რუსეთიც და ის ხალხიც ვინც მაგათ ორივეს თავის ჭკუაზე ატრიალებს და ღუპავენ საწყალ ხალხს