ფეხბურთი

22:45 | 27.02.2022 | ნანახია 295 - ჯერ

"დილამ" სენეგალელი ფეხბურთელი დაიმატა

სენეგალელი შემტევი ჰონორე გომისი, რომელსაც 26 წელი სწორედ დღეს შეუსრულდა, "დილას" უკვე ოფიციალურად შეუერთდა, გომისმა ჩვენს კლუბის მაისურით თურქეთულ შეკრებაზე რამდნიმე ტესტ – მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც მასთან თანამშროლობა გადაწყდა.

გომისს შეტევის 3 პოზიციაში შეუძლია თამაში, როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად ასევე ორივე ფლანგის შემტევად. მის კარიერაში სენეგალური კლუბების შემდეგ თურქეთის პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილებაა, იგი "ჰათაისპორის” "უმრანიესპორის“ და "მენემენსპორის“ ღირსებას იცავდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.11529