ფეხბურთი

0:59 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

Kicker: გაჩნდა მოლოდინი, რომ "ჰამბურგში" მხოლოდ ჩაკვეტაძის დამატება იყო სწორი გადაწყვეტილება
"მან სწრაფად დაამტკიცა, რომ გუნდის ხარისხის გაზრდა შეუძლია"

„ჰამბურგის“ შესახებ ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კლუბის შემადგენლობაზეა საუბარი.

ავტორი სებასტიან ვოლფი აღნიშნავს, რომ HSV-მ იანვარში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატა, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდის შემადგენლობა ღრმაა და ეს კარგად გამოჩნდა „ზანდჰაუზენთან“ ბოლო შეხვედრაში, რომელშიც ტიმ ვალტერის გუნდმა შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით თამაშის ხარისხი დადებითად შეცვალა.

„ყველაფრის მიუხედავად „ზანდჰაუზენთან“ 1:1 უდავოდ დამამშვიდებელი იყო. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის, დავიდ კინსომბისა და იან გიამერას დახმარებით ტიმ ვალტერმა მეორე ტაიმში გადამწყვეტი რეაგირება მოახდინა და თამაშის ისტორია შეცვალა. სამივე ჯოკერმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა და სპორტული დირექტორი მიხაელ მუტცელი ამბობს: „სეზონის ფინალური ეტაპისთვის კარგ განცდას გვაძლევს ის, რომ ვხედავთ, თამაშის შეცვლა სკამიდანაც შეგვიძლია“.

კინსომბიმ უკვე წარმატებით შეცვალა სონი კიტელი დარმშტადტში 5:0 მოგებულ შეხვედრაში, მაგრამ ზანდჰაუზენში გადამწყვეტი როლი შეიტანა ლუდოვიტ რეისის შეცვლით. იგივე ეხება ჩაკვეტაძესაც, რომელიც უფრო გამთამაშებელია, მაგრამ ორჯერ დაგვარწმუნა, რომ ფლანგზეც ჯოკერია. „გენტიდან“ ნათხოვარმა 22 წლის ფეხბურთელმა პირველივე კვირებში სწრაფად დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გუნდს ხარისხი შემატოს.

„ის შეტევაში კარგ გადაწყვეტილებებს იღებს, უფრო მეტად ჯდება რიტმში და ძლიერდება. მას შეტევაში ყოველთვის შეუძლია რაღაც სახიფათოს შექმნა“, - თქვა მუტცელმა.

ქართველი HSV-ს ერთადერთი ახალწვეულია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ტომი დოილის პირდაპირი შემცვლელი და გააჩინა მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იქნება.

გარდა ამისა: გიამერისა და მაქსიმილიან რორის დაბრუნების შემდეგ, ჯოშა ვაგნომანი გუნდთან ერთად პირველად იყო აგვისტოს შემდეგ, ანსუ სუჰონენი რეგიონალურ გუნდში დაბრუნდა, ცენტრალური მცველი სტეფან ამბროსიუსი ჯერ არ დაბრუნებულა, მაგრამ ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს და ამრიგად, გუნდის შემადგენლობა ღრმაა. ზანდჰაუზენშიც გაჩნდა რწმენა, რომ საკმარისი სიღრმე არსებობს“, - წერს Kicker-ი.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ 23 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში 41 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „ზანკტ პაულისთან“ და „დარმშტადტთან“ ერთად იყოფს, ხოლო ლიდერ „ვერდერს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება. HSV სწორედ „ბრემენელ მუსიკოსებს“ უმასპინძლებს მომდევნო ტურში, 27 თებერვალს (თბილისის დროით 16:30 საათზე). გიორგი ჩაკვეტაძემ გერმანული გუნდის მაისურით დღემდე 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა ჯერ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.

0.116206