კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სტუმრად ნიქოზიის „აპოელი“ დაამარცხა. ეს იყო მე-16 ტურის გამოტოვებული მატჩი, რომელიც ფამაგუსტელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
„ანორთოსისის“ კარს გიორგი ლორია შეუცვლელად იცავდა და დიდებულადაც, რადგან 9 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა. „აპოელში“ გიორგი ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა, მურთაზ დაუშვილმა პირველი ტაიმი, თორნიკე ოქრიაშვილი კი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ 85-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზული ტრავმა მიიღო ქართველმა ფეხბურთელმა.
სხვათა შორის, „აპოელს“ 76-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, ოქრიაშვილის ტრავმის მომენტში კი შეცვლების ლიმიტიც ამოწურული ჰქონდა და ნიქოზიელებმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს.
„ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა, მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, სტუმრად ლიდერ „აპოლონთან“ ჩაატარებს, რომელსაც 8 ქულა აშორებს.
„აპოელს“ 36 ქულა აქვს და ლარნაკას აეკ-თან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ხოლო 25 თებერვალს, „ომონიას“ უმასპინძლებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საჩემპიონო ექვსეულში ადგილი ორივე გუნდს დაბევებული აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ დღეს ლორიას ნახევარიც არ არის მამარდაშვილი
ნეტა ლორიას დონეზე მაინც მივიდეს მამარდაშვილი.
რა ხდება ? ანუ სამი ქართველი უშლიდა ქეცბაიას ხელს ? D რაც გუნდი დატოვეს იმის მერე ყველას და ყველაფერს ანგრევს ანართოსისი DD
მართლაც ბრავო ქეცბა. დაუშვილმა რეები აკეთა.. შეეშვი ბიძიკო ფეხბურთს !
ასეა ბიჭებო ღარიბ ანორთოსის როცა ტოვებთ,კაცს რომელმაც სათამაშო პრაქტიკა მოგცათ,9 დღით ადრე სამივე წამყვანი მოთამაშე გუნდს ღალატობთ და რაც მთავარია კაცს რომელმაც მუდმივი სათAმაშო პრაქტიკა გაჩუქათ და გადადიხართ უმთავრეს მოწინააღმდეგეთა ბანაკში...გუნდს მაგრად ერხევა პირელი 11 ტური საშინლად თამაშობენ,ისე რომ ქეცბაიას გაგდებას ითხოვდნენ ეს ყველაფერი თქვენს გამო მოხდა,მაგრამ ქეცბამ იმდდენი შეძლო რომ ეგ გუნდი ეხლა მე2 ადგილზეა...ბრავო ქეცბა რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე შენი გულშემატკივარი ვარ
გამოდის რომ დორტმუნდი ჰოლანდმა არ უნდა გაცვალოს უკეთეს ხელფასზე?! კლუბში ისევეა დასაქმებული ფეხბურთელი, როგორც მწვრთნელი. ამიტომ სადაც უკეთეს სამსახურს შეთავაზებენ დამქირავებლები - იქ გადავა.
რა შუაშია ჰოლანდი?.....