„დინამო თბილისმა“ თურქეთში ამხანაგური მატჩი მოსკოვის „დინამოსთან“ ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
კახა ცხადაძის გუნდს აქამდე შეკრებაზე 4 მოუგებელი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ რუსული გუნდის ძლევა მოახერხა. თამაში დაძაბული გამოდგა და ერთი გოლი გავიდა.
მეოცე წუთზე თორნიკე კირკიტკაძემ დიეგო ლაქსალტს აჯობა და უსმანე კამარას იდეალური პასი გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ ცარიელ კარში გოლი ძალიან ადვილად გაიტანა. დარჩენილ დროში კახა ცხადაძის გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა და მეტოქის ძლევა შეძლო. „დინამო თბილისს“ შეკრებაზე ამ გამარჯვებამდე ორი ფრე და ორი წაგება ჰქონდა, მაგრამ ეს ცუდი სერია შეწყვიტა.
აქვე გეტყვით, რომ თბილისური გუნდი თურქეთში კიდევ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს, უახლოესს 11 თებერვალს, დანიურ „რანდერსთან“.