„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუსთვის 2022 წელი კარგად ნამდვილად არ დაწყებულა და უგოლო სერია აქვს.
მიმდინარე წელს 37 წლის ფეხბურთელს ჯერ თავი არ გამოუჩენია. მან 2022 წელს 5 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის დალაშქვრა ვერ შეძლო. როგორც გაირკვა, ეს კრიშტიანუს ყველაზე ცუდი სერიაა 2010 წლის შემდეგ.
მიჯრით ხუთმატჩიანი უგოლო სერია რონალდუს მანამდე 2010 წლის მაისიდან სექტემბრამდე მადრიდის „რეალის“ რიგებში ჰქონდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს პრემიერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი უფრო შედეგიანია - 5 შეხვედრაში 6 გოლი.