ფეხბურთი

19:59 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა სამხრეთკორეულ გუნდში გადავიდა

ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. „ჯეონამ დრაგონსმა“ ეს ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. სამხრეთ კორეაში წამოსვლამდე ვუყურე K ლიგისა და „ჯეონამის“ მატჩებს, გარდა ამისა, ბევრი რამ გავიგე ვაკო ყაზაიშვილის მეშვეობით, რომელიც „ულსანში“ თამაშობს. მინდა, რომ გუნდს მიზნებს მიაღწიოს და მოლოდინი გავამართლო“, - თქვა კაჭარავამ.

„ჯეონამ დრაგონსი“ K2 ლიგაში თამაშობს (რანგით მეორე დივიზიონი), მაგრამ სამხრეთ კორეის თასის მოქმედი გამარჯვებულია, რის გამოც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას და ჯგუფში ავსტრალიური „მელბურნ სიტი“, ტაილანდური „პატუმი“ და ფილიპინური „იუნაიტედ სიტი“ ეყოლება მეტოქეებად.

ნიკა კაჭარავა ბოლოს ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა, რომელიც სკანდალურად დატოვა - გუნდიდან მისი გაშვება ფანებმა მოითხოვეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. 28 წლის ქართველ ფეხბურთელს ასევე უთამაშია „ცხინვალში“, „როსტოვში“, „ეთნიკოსში“, „კორონასა“ და „ლეხში“, საქართველოს ნაკრებში კი 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125983