ფეხბურთი

0:15 | 7.02.2022 | ნანახია 1664 - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა (+VIDEO)

ნიქოზიის „აპოელის“ ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში დუბლი შეასრულა. 28 წლის ფეხბურთელმა ლიმასოლის „აელთან“ ორჯერ გაიტანა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.

„აპოელი“ ჯერ 0:1-ს და მერე 1:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ შინ მაინც 3 ქულით დაბრუნდა. ქვილითაიამ, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს, ანგარიში 21-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, გიორგის მეორე გოლამდე ერთი წუთით ადრე შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ცარიელ კარს ააცილა.

28 წლის ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 9 გოლია (7 ჩემპიონატში, 2 - თასზე). „აელთან“ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილმა 26-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო მურთაზ დაუშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს, რომელმაც მე-18 წუთზე ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გაიხსნა.

ნიქოზიის „აპოელი“ 30 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 9 თებერვალს, „პაეეკს“ შეხვდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:05 | 08.02.2022
იკა..იუვე..10 (4132)

საოცარი მომენტები გააცუდა, მაგრამ გამარჯვების გოლმა გადაწონა ყველაფერი. წარმატებები გიო!!!

19:38 | 07.02.2022
jorkaifi (305)

პოკერი უნდა წამოეღო რეები გაუმაზია

17:07 | 07.02.2022
dinamo222 (8587)

მაგარი გოლები კი გაიტანა და მაგრებიც ააცილა ! ბოლოს რა ქნა ცარიელი კარიდან რომ გამოიტანა ბურთი თავით მცველს შეშურდებოდა DD

14:07 | 07.02.2022
football_truth (68)

ეხლა დაწერენ ბაიერნი ეპატიჟებაო

13:53 | 07.02.2022
Shevche (15054)

რა მომენტები გაუფუჭებია ))

0.128816