კალათბურთი

10:28 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ნაყოფიერი 7 წუთი "პორტლენდთან" (+VIDEO)

NBA-ში „მილუოკი ბაქსი“ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ ესტუმრა და გამარჯვება ადვილად მოახერხა - 137:108. მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს ერთი თავით მთელი თამაშის განმავლობაში აღემატებოდა, პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად მოუგო და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე მეოთხე პერიოდში გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 07:28 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„ბაქსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ბობი პორტისი იყო 30 ქულით, ხოლო იანის ანტეტოკუნმპომ 25 წუთში 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. „პორტლენდში“ ანფერნი სიმონსი და ბენ მაკლემორი 19-19 ქულით გამოირჩნენ.

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 გამარჯვებით და 21 მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 7 თებერვალს, გასვლაზე ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127763