ფეხბურთი

16:19 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი პოგბას კონტრაქტზე: "ყველაფერი მისი გადასაწყვეტია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

ფრანგი ნახევარმცველი ტრავმირებული იყო და გერმანელის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. ამიტომაც, რანგნიკისთვის ის ახალშეძენილი ფეხბურთელია:

„ყველაფერი მისი გადასწყვეტია. კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აპირებს დარჩენას თუ სხვაგან წასვლა, თავი ახლა უნდა გამოიჩინოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, როგორც კლუბის ინტერესი, არამედ მის ინტერესებშიცაა. მან უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს.

მოუთმენლად ველით მას, ჩემთვის ის ახალი მოთამაშეა და შეუძლია მაჩვენოს მე, გუნდს, გულშემატკივრებსა და ყველას ინგლისში, თუ რამდენად ძლიერია და რამდენად მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. დაველოდოთ და ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა „მანჩესტერში“ 2016 წლიდან თამაშობს და ინგლისური გუნდის რიგებში ჩატარებულ 212 მატჩში 38 გოლის გატანა მოახერხა.

0.11083