ფეხბურთი

17:29 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" მალელი ფეხბურთელი დაიმატა

გორის „დილამ“ მალელი შემტევი ნახევარმცველის, ჰაჯი დრამეს ტრანსფერი დაადასტურა. შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დრამეს ძირითადი პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, მაგრამ საპირისპირო მხარესაც შეუძლია თამაში.

დრამე „დილას“ ესტონური „პაიდედან“ შეუერთდა, რომლის რიგებშიც ორი სეზონის განმავლობაში 43 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰაჯი დრამეს მალის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 1 გოლია, 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში კი 11 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც უკრაინულ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს - 7 თებერვალს „ინჰულეცთან“, 10 თებერვალს „მინაისთან“ და 13 თებერვალს, „ჩერნომორეცთან“.

0.112424