ფეხბურთი

1:20 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" დონი ვან დე ბეეკი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს. ინგლისურმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდის გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა და „ევერტონს“ მისი გამოსყიდვის უფლებაც არ ექნება.

დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერს“ 2020 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 50 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა „წითელ ეშმაკებში“ ფეხი ვერ მოიკიდა და „ევერტონში“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადაბარგდა.

0.129083