ფეხბურთი

21:28 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ობამეიანგის ტრანსფერი ჩაიშალა, დემბელე "ჩელსისთან" ახლოსაა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი „ბარსელონაში“ ჩაიშალა. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.

გაბონელი ფეხბურთელი ბარსელონაში ჩავიდა, რომ კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა, ამრიგად, მას ლონდონში დაბრუნება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის ფეხბურთელს „არსენალის“ ბოსებთან კონფლიქტი აქვს და გუნდის გეგმებში არ შედის. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ამავდროულად, „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ახლოსა კლუბის დატოვებასთან. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოსაა.

წყაროს თანახმად, 24 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერით ორივე გუნდი დაინტერესებულია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დემბელეს აგენტი მუსა სისოკო დემბელეს „ჩელსიში“ გადაყვანას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა. ესპანური მედია იტყობინება, რომ გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია და უსმანი „არისტოკრატებთან“ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც დამდეგ ზაფხულს იწურება, უარი თქვა, რის გამოც კლუბმა ის შემადგენლობიდან გარიცხა. ფრანგი „ბარსას“ 2017 წელს 185 მილიონ ევროდ შეუერთდა.

0.064498